LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძესთან ერთად, სუს-ში „ტვ პირველის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიბარეს

216
BeFunky-collage (4)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ TV პირველის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც მელაძემ განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში ის ხვალ დილით, 11 საათზე უნდა მივიდეს.საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

მელაძის თქმით, მასთან ერთად კიდევ ერთი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეც დაიბარეს.

„რამდენიმე წუთის წინ, სუს-ის გამომძიებელი, ასევე დაუკავშირდა შაბათის ეთერის, კიდევ ერთ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, რომელიც უშუალოდ იყო ამ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი“, – ამბობს ნოდარ მელაძე.

სიუჟეტი ტვ პირველის შაბათის გადაცემამ მოამზადა, რომელსაც სწორედ მელაძე ხელმძღვანელობს. გადაცემაში ჩაწერილი ჰყავდათ სავარაუდო ბრლადებულის ძმა, ასევე გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს.

„გაბუნიას ლიკვიდაციის ბრძანება ძალაში იქნება, სანამ არ შეასრულებენ“ – აჰმედ ზაკაევი

შეგახსენებთ, რომ ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზეა დაკავებული. უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებაში გიორგი გაბუნიას სახელსა და გვარს არ ასახელებს, თუმცა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები