LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „ძალიან არ მიყვარს ძუნწი ადამიანები. მეც მქონია საკმარისად, არასაკმარისად და ძალიან არასაკმარისად, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავხდი ძუნწი…“

133
ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილი ფინანსურ თემებსა და ზოგადად, ფულთან დამოკიდებულებაზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.

მომღერალი ამბობს, რომ პრაგმატული დამოკიდებულება ფულისადმი არ აქვს:

„საკმარისად მაქვს თუ არასაკმარისად, მფლანგველი ვარ და სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მიყვარს ძუნწი ადამიანები. მართლა არ მიყვარს, მათ მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. მე თვითონ იმდენად ხელგაშლილი ვარ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყო ძუნწი. მეც მქონია საკმარისად, არასაკმარისად და ძალიან არასაკმარისად, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავხდი ძუნწი. მგონია, რომ ეს ძალიან ცუდი თვისებაა. ვარ ძალიან ხელგაშლილი, მიყვარს, როცა შემიძლია, სხვა ადამიანებს ვასიამოვნო, სადღაც დავპატიჟო. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან ვნერვიულობ, როცა სხვა მეპატიჟება და ყოველთვის მირჩევნია, ეს მე გავაკეთო. ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ“.

ფოტო/ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილის საოცარი მოგზაურობა საფრანგეთის რივიერაზე – კანი, ნიცა, მონაკო: „აქ აუცილებლად შევიძენ ვილას…“

ნოდიკო ტატიშვილი: „რისი საშუალებაც მაქვს და რისი საშუალებაც აქვს ჩემს ხალხს, რომ კონცერტზე ბილეთი იყიდოს და მოვიდეს, იმას ჰგავს ჩვენი შოუბიზნესი“

ნოდიკო ტატიშვილი: „ძალიან არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ძვირად ღირებული სამოსით სხვაზე გავლენა მოახდინონ და ამით უპირატესობა დაუმტკიცონ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები