LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო  ტატიშვილი ორი სოლოკონცერტისთვის ემზადება

359
nodiko

ნოდიკო ტატიშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებს თბილისსა და ბათუმში მის სოლოკონცერტებზე დასწრება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. მომღერალი ორ კონცერტს აანონსებს ბენდთან The Five ერთად. პირველი 11 მაისს, „ოტიუმში“ გაიმართება, ბათუმში კი ნოდიკოსა და ბენდს სასტუმრო „ინტურისტი“ უმასპინძლებს, სოლოკონცერტი შედგება 26 მაისს.

თბილისისა და ბათუმის კონცერტებზე ნოდიკოსთან ერთად დუეტებს შეასრულებენ სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე.

კონცერტებზე აჟღერდება სიმღერები ნოდიკოს ქართული რეპერტუარიდან, ჰიტები მისი შემოქმედებიდან და ასევე მსოფლიო ჰიტები.

ორივე კონცერტზე ბილეთების გაყიდვა უვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ნოდიკო ტატიშვილის წინა კონცერტზე, რომელიც „ოტიუმში“ გაიმართა, ყველა ბილეთი რამდენიმე დღით ადრე იყო გაყიდული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები