LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „რისი საშუალებაც მაქვს და რისი საშუალებაც აქვს ჩემს ხალხს, რომ კონცერტზე ბილეთი იყიდოს და მოვიდეს, იმას ჰგავს ჩვენი შოუბიზნესი“

158
nodiko

ნოდიკო ტატიშვილმა „ღამის პრაიმ ტაიმთან“ ქართული შოუბიზნესის შეფასებისას აღნიშნა, რომ საქართველოში ეს სფერო ისეთია, რა ფულიც მასში ტრიალებს:

„რადგანაც ამ სფეროს ჰქვია შოუბიზნესი, ის მუშაობს. ძალიან არ მიყვარს, როცა ამბობენ, ქართული შოუბიზნესი რას ჰგავსო. რას ჰგავს და რისი საშუალებაც მაქვს და რისი საშუალებაც აქვს ჩემს ხალხს, რომ კონცერტზე ბილეთი იყიდოს და მოვიდეს, იმას ჰგავს. ძალიან დიდი ბოდიში… ლელა და კიდევ ჩვენი სხვა მომღერლები, თუნდაც მე, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, მართლა სულ ვმუშაობთ, პანდემიის დროსაც რაღაცას ვაკეთებდით – სხვანაირად არ შემიძლია, სულ მინდა ვიმღერო და რაღაც ახალი გავაკეთო, მარტო იმიტომ არა, რომ ფული ვიშოვო… რისი საშუალებაც მაქვს ამ ქვეყანაში, იმას ვაკეთებ… ჩემთვის ეს არის შოუც და ბიზნესიც, რადგან ამით ვცხოვრობ… რისი რესურსიც მაქვს, ამ დონეზეა ჩემთვის შოუბიზნესიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები