ნოდიკო ტატიშვილი მორიგ კლიპზე მუშაობს. გადამღები ჯგუფი ქალაქგარეთ აპირებს კადრების გადაღებას. ნოდიკომ თავის დიდი ხნის მეგობართან და მისი ბოლოდროინდელი კლიპების ავტორთან, ნესტან სინჯიკაშვილთან კვლავ თანამშრომლობა არჩია. დანარჩენს თავად გვიყვება.

ნოდიკო ტატიშვილი:

კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, მთავარი ოპერატორი ბუდა გახლავთ, ხოლო დრონზე დათო თევზაძე ,,თევზი” მუშაობს. ჩემთან ერთად კლიპში მონაწილეობს ელენე ეპიტაშვილი, მოდელი, სამოდელო სააგენტო „აის მოდელსიდან“. ის ტიპაჟია ზუსტად, როგორიც გვინდოდა. შეიძლება ითქვას, ჩემს კლიპში ახალი სახე გამოჩნდება.

გადავწყვიტეთ, კლიპი ბუნებაში, ღია სივრცეში გადაგვეღო.

სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც ეკუთვნის დათო ევგენიძე. ჩავწერე „ბრავოში“, მუსიკალური პროდიუსერი არის ალეკო ბერძენიშვილი, რომელთან მუშაობაც დიდი სიამოვნებაა და ეს ჩვენს სფეროში ყველამ იცის. ამ კომპოზიციისთვის ცოცხალი ინსტრუმენტალის ჩასაწერად მოვიწვიე ბენდ „ფაივის“ მუსიკოსები. სიმღერა ცისფერთვალება გოგონაზეა, მისი სახელწოდებაა „სიყვარულის გემი“.

ვინც მოისმინა, ჩემი კოლეგებიდან, ყველამ უწინასწარმეტყველა, რომ ზაფხულის ჰიტი იქნება. ვფიქრობ, წარმატებული გამოვა, ბევრი ნახვა ექნება, მსნეელი შეიყვარებს და მერე ყველა ერთად ვიმღერებთ კონცერტებზე. ყველას გვაქვს ამისი დიდი იმედი.

კლიპის პრემიერა შედგება თოქშოუ „პროფილში“, ამ თვის ბოლოს.

ნინო მურღულია

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05