LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნოვა” ადლიის ფილიალში 4 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს

100

შპს „ნოვა“-ს  ადლიის ფილიალში,  „აწარმოე საქართველოს“  პროექტის  ფარგლებში  სასაწყობე-საწარმოო მეურნეობისა  და საწარმოო ხაზების  დანერგვის სამუშაოებს დღეს, აჭარის მთავრობის  თავმჯდომარე – ზურაბ პატარაძე და აჭარის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე მოინახულებენ.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ადლიის ფილიალში საწარმოო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  2017 წლის თებერვლისთვის ამ ტერიტორიაზე იგეგმება დამატებით 7 ახალი საწარმოო ხაზის გახსნა. პროექტის ფარგლებში  არაპირდაპირი წესით დასაქმდება 25-30 ადამიანი, ორი წლის განმავლობაში შეიქმნება  10-15 მუდმივი სამუშაო  ადგილი.

მათივე ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში აღებული სესხის გარდა, ”ნოვას” მიერ ადლიის ფილიალის მოსაწყობად 2 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება.  ჯამში კი პროექტში ჩადებული ინვესტიციის რაოდენობა 4 მილიონს შეადგენს.

ამ დროისთვის ადლიის ფილიალის ტერიტორიაზე  აქტიურად მიმდინარეობს პლასტმასის ნაკეთობათა  წარმოება.  „ნოვა“ პოლიეთილენის წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს. ავზები იწარმოება ეკოლოგიურად  სუფთა მექსიკური ნედლეულითა  და იტალიური დანადგარებით. საერთო ჯამში  აღნიშნული საწარმო წელიწადში  600-800 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს.

ცნობისთვის,  სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ ქართულ ბაზარზე 2007  წლიდანაა წარმოდგენილი.  ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში   საგამოფენო დარბაზი და სასახურავე  მასალების ქარხანა, ასევე  ქალაქ ბათუმში – საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების ქარხანა, ავზების საწარმო და „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სასაწყობე-საწარმოო მეურნეობა  ადლიის  ფილიალში.

ამჟამად  კომპანია ”ნოვას” თბილისის და ბათუმის ფილიალებში, საგამოფენო დარბაზებსა და საწარმოებში დასაქმებულია 205 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები