LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

257
BeFunky-collage (11)

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრშია მიწვეული.

თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.

“ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, – წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე.

თეატრი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იანვრის შუა რიცხვებში, სამხატვრო ხელმძღვანელთან ნინო ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები