LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ ისაუბრებთ თქვენს ოცნებებზე ყველასთან, განსაკუთრებით კი პესიმისტ, ვიწროდ მოაზროვნე ადამიანებთან

17356
Youths-With-Purpose-12-10-19

ნუ ისაუბრებთ თქვენს ოცნებებზე ყველასთან, განსაკუთრებით კი პესიმისტ, ვიწროდ მოაზროვნე ადამიანებთან. ,,გარდიანი” ამ თემაზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

როგორც ვირჯინია ვულფი ამბობდა, ,,ის, ვინც გვპარავს ოცნებებს, გვპარავს ცხოვრებასაც”.

მარკ ტვენს კი მიაჩნდა, რომ დიდ ადამიანებს აქვთ უნარი, შენც მოგანდომონ, გახდე დიდი ადამიანი. ისინი შთაგაგონებენ, რომ შენც შეგიძლია მიზნების მიღწევა და ოცნებების ახდენა. დიდი ადამიანები გიჩვენებენ გზას და გაძლევენ მიმართულებას, საითაც უნდა წარმართო შენი ამბიციები.

ვიწრო აზროვნების მქონე, პესიმისტ ადამიანებს კი აქვთ უნარი, წაგართვან გამბედაობა და თვითონ ოცნებაც. ისინი გეტყვიან, რომ ეს შეუძლებელია, შემდეგ კი სულაც არ არის გამორიცხული, თქვენი იდეა მიითვისონ.

ზოგ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად არ აქვს ფართო მსოფლმხედველობა და არ შეუძლია სრული სურათის დანახვა, შეუძლია თქვენც ასევე განგაწყოთ და დაგარწმუნოთ, რომ შეუძლებელზე ოცნებობთ.

არადა ცხოვრება სავსეა იმის მაგალითებით, რომ შეუძლებელი არაფერია.

ნეგატიურად მოაზროვნე, პესიმისტი ადამიანებისათვის რომ მოესმინა, ილონ მასკი დღეს რიგით კვლევით ლაბორატორიაში იმუშავებდა. ამის მაგიერ მან დააარსა კომპანია, რომელიც თვით ,,ნასას” უწევს კონკურენციას.

ამაზონის შეფი, ჯეფ ბეზოსი კი დღეს წიგნების მაღაზიის გენერალური მენეჯერი იქნებოდა და არა მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-მაღაზიის მესაკუთრე.

ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორად ავარჩიოთ ადამიანები, ვისთან ვისაუბრებთ ჩვენი მიზნებისა და ოცნებების შესახებ.

თუკი გსურთ, მიაღწიოთ წარმატებას, შორს უნდა დაიჭიროთ თავი ადამიანების რამოდენიმე კატეგორიისაგან, რომელთა შორისაც არიან:

ადამიანები კიბორჩხალას მენტალიტეტით – სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში არსებობს ე.წ. ,,კიბორჩხალას სათლის თეორია“. როგორც წესი, სათლში აღმოჩენილ კიბორჩხალას მარტივად შეუძლია ტყვეობისაგან თავის დაღწევა, მაგრამ თუ სათლში ბევრი კიბორჩხალა ერთადაა, როგორც კი რომელიმე მათგანი იქიდან ამოსვლას შეეცდება, დანარჩენები ეჭიდებიან და უკან აბრუნებენ. სწორედ აქედან მოდის ტერმინი ,,კიბორჩხალის მენტალიტეტი”. კიბორჩხალას მენტალიტეტის მქონე ადამიანებისათვის ცხოვრების კრედოა ფრაზა ,,თუ მე ვერ მექნება, ვერც შენ გექნება”.

საშუალოები  – მათთვის ყველაფერი საშუალო ძალიან კარგია. ასეთ ადამიანებს არასოდეს აქვთ დიდი და შორსმიმავალი გეგმები. მათ აკმაყოფილებთ მინიმალური და შესაბამისად, არც ოცნებობენ უკეთესზე.

მშიშრები –  ადამიანები, ვისაც ეშინია რისკის და ამის გამო წარმატებას ვერ აღწევს. მათ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათმების ფერმას. ასეთ ადამიანებთან მეგობრობა და მიზნების გაზიარება თქვენზე ნეგატიურად იმოქმედებს და თქვენს პიროვნულ ზრდას შეაფერხებს.

შურიანები – ისინი ყველაზე კარგ იდეასაც კი დაგიწუნებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ვერ შეძლეს მსგავსი რამის მოფიქრება. ბუნებრივია, მათ არც თქვენი წარმატება გაახარებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები