LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები ჯანმრთელებად შენიღბულები… გაუფრთხილდით გარშემომყოფებს! – ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას მიმართავს

43255
ingamamuchishvili201013

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნეს. პედიატრი მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩიონონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დამალონ რესპირაციული სიმპტომები და გაუფრთხილდნენ გარშემომყოფებს.

„კიდევ ერთი გაფრთხილება და თხოვნა. ნუ მალავთ რესპირაციული სიმპტომების არსებობას, ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები/ჯანმრთელებად შენიღბულები, გაუფრთხილდით გარშემომყოფებს და საკუთარ ჯანმრთელობას პირველ რიგში! თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია!!! ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს აუცილებელია რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტის იზოლაცია!!!! შემთხვევები მატულობს და მოხდა აღრევაც კოვიდ ინფექციის და სხვა ვირუსული ინფექციების!!! ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომების, ტემპერატურის, დიარეის, ოსსალგია-ართრალგიების (ძვლების და სახსრების ტკივილი), თავის ტკივილის, გემოს და სუნის შეგრძნების დათრგნვის,ზოგადი სისუსტის დროს დარჩით სახლში და სასწრაფოდ მოახდინეთ სატელეფონო კომუნიკაცია თქვენს ექიმთან!!!

P.S ისე ერთი რამ მაინტერესებს, რატომ ვმალავთ ჩვენს დიაგნოზებს (ინფექციურს არ ეხება ამ შემთხვევაში) ესეც ქართული სინდრომია?(მტრებს გავახარებ,ხალხი გაიგებს და სირცხვილია…) ავადმყოფობა არასდროს არ არის სირცხვილი!!! მე ეს სტიგმა დავამსხვრიე, სააშკარაოდ გამოვიტანე ჩემი დაავადება და ამის შემდეგ გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობა, იმიტომ,რომ უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით! პრობლემის დამალვით ვერასდროს ვერ მოაგვარებთ მას!!! ვიყოთ ფრთხილები და ყურადღებიანები!!!” – წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები