LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ მივაკერებთ ადამიანებს მოღალატის იარლიყს, რომელიც შეიძლება არ გამართლდეს, ნუ ვიქნებით ჩვენ თვითონ ცილისმწამებლები: ივერი მელაშვილი

66
ივერი მელაშვილი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ის, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილის ვიზიტს პროვოკაციად აფასებს, თავად ივერი მელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პასუხობს.

მამები, ალბათ, შეინანებენ, თუმცა დაგეგმილი პროვოკაცია იყო: ანდრია ჯაღმაიძე გარეჯში მომხდარ ინციდენტზე

ივერი მელაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ სასამართლოს დასრულებამდე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ანდრია ჯაღმაიძეც გააკეთებენ განცხადებას, რომ „საქმის დასრულებამდე ადამიანს არ მიაკერონ მოღალატის იარლიყი“.

მელაშვილის განცხადებით, გუშინ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს შეეხნენ ფიზიკურად სასულიერო პირები, გარეჯიდან წამოსვლის შემდეგ კი მათ უდაბნოში მოსახლეობა დახვდა და გზა გადაუკეტა. ის ამ ორ შემთხვევას შორის კავშირს ხედავს. მისივე თქმით, გუშინ გარეჯში მომხდარი ინციდენტი „არის მიზანმიმართული, ხელისუფლების გზავნილი, წინასაარჩევნოდ აგორებული „ტალღა, ბინძური კამპანია“.

„მიმდინარეობს სასამართლო. დასრულდეს, ვაცალოთ. მანამდე, კარგი იქნება, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, გინდაც პარლამენტის, თუ გნებავთ, ანდრია ჯაღმაიძეც გააკეთებენ ისეთ განცხადებას, „მოდი, საქმე სანამ არ დამთავრებულა, ვაცალოთ, ხალხო, ნუ მივაკერებთ ისეთ ადამიანებს ისეთ იარლიყს, მოღალატის ან რაღაცის, რომელიც შეიძლება არ გამართლდეს, ნუ ვიქნებით ჩვენ თვითონ ცილისმწამებლები და ა.შ.“, – განაცხადა მან.

მელაშვილი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებასაც ეხმიანება, სადაც ის მელაშვილს მსჯავრდებულად მოიხსენიებს და ამბობს, რომ „თუ სასამართლოს დამთავრებას დაელოდებიან, გაირკვევა ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი“.

„სამწუხაროდ, არა მარტო ეს სასულიერო პირები, არამედ სხვებიც, მათ შორის, ბატონი ჯაღმაიძეც – არაერთხელ გაუკეთებია მას განცხადება, რომ პირდაპირ… წეღანაც ერთი შეეშალა და ბრალდებულის მაგივრად მსჯავრდებული მიწოდა. არა ვარ, ბატონო, მსჯავრდებული და თუ ვაცლით სასამართლოს დამთავრებას, ამ ქვეყნისა და ამ ხელისუფლების პირობებში, დამთავრდეს სასამართლო და გაირკვეს მართალი და მტყუანი“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ვგმობთ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას: ნინო ლომჯარია

გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან: გომელაური ტვ “მთავარზე” და მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე

მედიაზე თავდასხმა მიუღებელია: შს მინისტრი

ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება – ილია მეორე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები