LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ უმალავს ბავშვს მამას, ბებიას და ბაბუას” – ადვოკატი დოროყაშვილს მოუწოდებს შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება

384
BeFunky-collage (5)

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუ მიიჩნევს, რომ ამერიკაში ჩანიშნული მნიშვნელოვანი თამაშის წინ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტება ყოფილი მეუღლის მხრიდან მის „ფსიქოლოგიურ ტერორს უკავშირდება“. მისივე თქმით, ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

„ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი არ დამძიმებულა… აბსურდული განცხადება გაავრცელეს“ – ადვოკატი

ამასთან, ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხრიდან ფინანსურ მხარეზე საუბარი უხერხულია.

„საუბარი გენდერულ ნიშანზე, ფინასურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ძალიან უხერურხულია. ბატონ ბასილაშვილს ამაზე საუბარი არ სურს. საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რა ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებები აქვს შესრულებეული ქალბატონ დოროყაშვილთან მიმართებში.

ქალბატონ დოროყაშვილს მოვუწოდებ, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს ბებიას, ბაბუას და მამას. მან იფიქროს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე და მათი მხრიდან ფინანსურ მხარეზე ხაზგასმა, სულ ცოტა უხერხულია“, – განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ამერიკული ტურნეს ფარგლებში ორ დიდ ტურნირზე, ცინცინატის მასტერსსა და ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები