LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ ვიჩქარებთ!” – თემურ ჭყონია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე

249
chkoniatemur

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ნაადრევად მიაჩნია საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება.

“ტურიზმი რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს ეკონომიკაზე, ლარის კურსის სტაბილურობაზე, ქვეყანას აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობა აქვს ეკონომიკური განვითარების. ეს არ არის მარტო ტურიზმი, ეს არიან ადამიანები შესაძლებელია გაექცნენ პუტინის რეჟიმს და ჩამოვიდნენ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ სავიზო რეჟიმის დაწესება ექსპტრემალურად ადრეა, განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!”,- აცხადებს თემურ ჭყონია “ბიემჯისთან” საუბრისას.

რუსი ვიზიტორებისთვის ვიზების და ტურისტული გადასახადის დაწესებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები