ცნობილი საიტის Alibaba.com-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენს ჯეკი მას ცხოვრებაში ბევრჯერ უთხრეს უარი. მისი მცდელობა მოეძებნა სამსახური, 30-ჯერ უშედეგოდ დასრულდა. მას უარი უთხრეს პოლიციაში მუშაობაზე, ასევე სწრაფი კვების ობიექტში დასაქმებაზე. გარდა ამისა, 10-ჯერ წარდგენილი განაცხადის მიუხედავად, ყოველ ჯერზე უარი მიიღო ჰარვარდში სწავლაზე. დღეს იგი მსოფლიოში ცნობილი მილიონერია და მილიონერების სიაში მე-18 ადგილს იკავებს.
იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადამიანის საიდუმლო კოდია – ახსოვდეს საკუთარი ოცნებები, რადგან ერთ დღეს ეს ოცნებები შეიძლება ახდეს. როგორც კომპანიის მფლობელისთვის, მისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში მომხმარებელი, შემდგომ თანამშრომელი, რომელიც ნოვაციის შექმნაში მონაწილეობს და ბოლოს აქციონერები.
გთავაზობთ ჯეკი მას 9 რეკომენდაციას:
- უარს ხშირად მიიღებ, ამიტომ შეეჩვიე ამას
- უარი არ თქვა საკუთარ ოცნებებზე
- იაზროვნე კორპორატიული კულტურის გათვალისწინებით
- იპოვე ის, რაც შთაგაგონებს
- დააიგნორე ისინი, ვისაც შენი არ სჯერა
- შეძელი ფოკუსირება მნიშვნელოვანზე
- დააყენე კლიენტი პირველ ადგილზე
- არ იწუწუნო – მოძებნე გამოსავალი
- იყავი საქმის ერთგული