LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: „ჩემი ახალი ალბომიდან ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრ რამეს გაიგებთ!..“

nutsa-buzaladze

13 თებერვალს, „ბრავო რეკორდსში“ ნუცა ბუზალაძის ალბომთან „Nutsa 22“ დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა. მომღერლის სადებიუტო დისკის შესახებ, სადაც თერთმეტი ახალი სიმღერა შევა, „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელმა, ზაზა შენგელიამ მომღერალთან ერთად ისაუბრა.

როგორც ზაზა შენგელიამ აღნიშნა, ნუცა ბუზალაძემ მცირე ასაკში მოიპოვა აღიარება და  პირველმა ქართველ შემსრულებლებს შორის შეძლო თურქი მსმენელისთვის საკუთარი თავის გაცნობა, ამიტომაც ქართულ და ინგლისურენოვან სიმღერებთან ერთად, მის ალბომში ერთი თურქულენოვანი კომპოზიციაც შევიდა, რადგან სწორება ამ მრავალმილიონიან მუსიკალურ ბაზარზეც გაკეთდა.

ნუცა ბუზალაძის სადებიუტო დისკში, რუსა მორჩილაძის, მაიკო კაჭკაჭიშვილის და უცხოელი კომპოზიტორების მიერ შექმნილ კომპიზიციებთან ერთად, მომღერლის მიერ დაწერილი ოთხი სიმღერაც შევიდა. ალბომი მზად მალე იქნება. ზაზა ორაშვილი ერთ-ერთ სიმღერაზე, სახელწოდებით „გელოდები“, რომელიც, როგორც ნუცამ აღნიშნა, პირველ სიყვარულს მიუძღვნა, ასევე მარტში გამოვა.

ნუცამ ჟურნალისტებისთვის გარკვეული ინტრიგაც შემოინახა და აღნიშნა, რომ ამ ალბომში შესული სიმღერების ტექსტებიდან ბევრი რამ გახდება ცნობილი მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელზეც ისე საუბარი არ უყვარს და ამ ყველაფერს მუსიკით გამოხატავს – „ჩემი ახალი ალბომიდან ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრ რამეს გაიგებთ“, ღიმილით დასძინა მომღერალმა.

პრეკონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ნუცამ ერთი ქართული და ერთიც, ინგლისურენოვანი სიმღერა შეგვისრულა და ჟურნალისტების მხრიდან აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ზაზა შენგელია:

ნუცაზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ის გამორჩეულია სხვებისგან ძლიერი ვოკალური მონაცემებით. ამ მხრიავ განსაკუთრებულია და პერფორმანსის უნარითაც, რაც ძალიან მნიშვენლოვანი ელემენტია. ამ ეტაპზე მის შემოქმედებას სჭირდებოდა თავმოყრა ერთ ალბომში. მუსიკოსი რომ საკუთარ კომპოზიციებს წარმოადგენს, ესეც მნიშვნელოვანია, ალბომში ოთხი მისი დაწერილი სიმღერა შევა. როცა მომღერალს შეუძლია მუსიკალური იდეების გენერირება, უკეთ გადმოსცემს ემოციებსა და სათქმელს. სადებიუტო ალბომში ნუცა ძალიან დაიხარჯა და გამოვიდა ეკლექტური, მრავალფეროვანი და საინტერესო ალბომი.

ნუცა ბუზალაძე:

ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რთული იქნებოდა. ბევრი ნიუანსია. ახალი სიმღერები გავაკეთეთ არანჟირებებითა და ტექსტით. იმდენმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, რომ მათი შრომა ძალიან დასაფასებელია, ჩემზე მეტად. ნახევარი წელი გავიდა, რაც ამ ალბომს ვაკეთებთ. ყველა სიმღერაზე მუშაობა მორჩა და მცირე დეტალებია დარჩენილი.

აქამდე ამ ეტაპისთვის არ ვიყავი მზად. როცა ალბომის კეთება დავიწყე, დიდი მოტივაცია გამიჩნდა, დავიკელი წონაში, ვცვლი ცხოვრებას, რაც აქამდე მქონდა. სულ მრცხვენოდა ჩემი დაწერილი სიმღერების გამოჩენა, მაგრამ გავბედე და გავრისკე. ვნახოთ, როგორი შეფასება მოჰყვება ხალხისგან.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები