LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად, 23 სექტემბრის, 00:00 საათზე აღდგება

334
70808883-387552888595624-9221433344451936256-n (1)

მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობზე „ფორსაჟის“ ეპიზოდების გადაღების გამოა შეზღუდული. ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

დღეიდან ნუცუბიძის ფერდობზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე და ასევე, დათუაშვილის ქუჩასა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს.

„შესაბამისად, ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად, 23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება.

” ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აკრძალულია პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეზღუდულია. ასევე, შეუძლებელია პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მესამე მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებულია ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

“ფორ­სა­ჟის” გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და ერთ თვეს გრძელდება. გეგმის მიხედვით, გადაღებები 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ქართველი მხატვარი „ფორსაჟის“ გადამღებ ჯგუფში აიყვანეს 

მოგეხსენებათ, საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს


ფილმში თბი­ლი­სი მა­სი­ურ სარ­ბო­ლო სცე­ნის ად­გი­ლად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამისთვის აგვისტოდან მოყოლებული, თბილისსა და რუსთავში სხვადასხვა ქუჩები იყო გადაკეტილი.

ფილ­მს პროგ­რა­მის „გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში იღე­ბენ. ფილ­მის პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტი 31 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. ამას და­ხარ­ჯავს ფილ­მი და სა­ხელ­მწი­ფო თან­ხი­დან აუ­ნა­ზღა­უ­რებს 25%-ს, ე.წ “ქე­შ­ბექს”.

სა­ქარ­თვე­ლო ფილ­მის ბოლო ათ წუთში გამოჩნდება. “ფორ­სა­ჟი 9” მსოფ­ლიო კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე 2020 წელს გა­მო­ვა.

პოპულალურები