LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ ერგემლიძე: სიაში ჩემს ჩასასმელად შალვა ნათელაშვილმა სააკაშვილისგან 800 ათასი აიღო

173

ნუგზარ ერგემლიძე ამბობს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ სიაში მისი ჩასმის სანაცვლოდ 2007 წელს შალვა ნათელაშვილმა 800 ათასი ლარი მიიღო. ერგემლიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხა ნათელაშვილს სააკაშვილის ხელისუფლებამ „მის ზურგს უკან“ გადაუხადა.

 

”მეგონა  მშრომელთა პარტია, აღმოჩნდა მშოვნელთა პარტია. ჩემს ზურგს უკან მოხდა გარიგება, ეს ძალიან ცუდია ადამიანისთვის და ეს არ მომწონდა, რადგან მე ძალიან მჯეროდა, ჩამსვეს სიაში, რატომაც არა. მაგრამ მართლაც მოხდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები