LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ კვაშალი: „ულმობელმა დრომ არაერთი საყვარელი ადამიანი წამართვა, მაგრამ ახლა ყველა ტკივილი ერთდროულად განმიახლდა. ახალგაზრდა მეგობარი დავკარგე…“

3468
მამუკა ონაშვილი და ნუგზარ კვაშალი

მსახიობი ნუგზარ კვაშალი ჟურნალ „გზასთან“ მამუკა ონაშვილს იხსენებს:

„მალე 71 წელი მისრულდება. ბევრი სიკვდილი ვნახე, ულმობელმა დრომ არაერთი საყვარელი ადამიანი წამართვა, მაგრამ ახლა ყველა ტკივილი ერთდროულად განმიახლდა. ახალგაზრდა მეგობარი დავკარგე. შეძრული ვარ. ამ შეშლილ და გაუბედურებულ სამყაროში ადამიანის სახით მოვლენილი ერთი დიდი სიკეთე და სიყვარული ჩაქრა… უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ამქვეყნად მეორედ ვეღარ მოვალთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავადაც დავდივარ მანქანით ქალაქში და, რომელ ქვეყანაშია არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საგიჟეთი, ქაოსი და განუკითხაობა არსად მინახავს…

გული მიკვდება. ისეთი ადამიანები, როგორიც მამუკა იყო, ასეთ შეცდომებს ეწირებიან. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და სამწუხაროდ, არც ბოლო იქნება… ის იყო ადამიანი, რომელსაც თავგანწირვა, თანადგომა შეეძლო…“

„არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელოთ.. ჩემი “თუთუშები” – მამუკა ონაშვილს დისშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება

“თითქოს სიმბოლური გამოვიდა, რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებული სამუდამო ნავსაყუდელში” – ვის გვერდით დაკრძალავენ მამუკა ონაშვილს?

ვიდეო: “ეს ვიდეო ბოლო შეხვედრა ყოფილა ჩემს ფუმფულა მამუკასთან” – ვახო ბიჭიკაშვილი მამუკა ონაშვილის ვიდეოს აქვეყნებს

ნუგზარ ერგემლიძე: „მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამქვეყნიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები