LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „ვიღაცამ რომ მომწეროს, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით…“

17
ნუკი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ ვიზიტორის“ სტუმარია ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც თავის ახალ წამოწყებებსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

გადაცემის LIVE

როდესაც სოციალურ ქსელში შენი სუნამოს ვიდეო გავრცელდა, ყველას ეგონა, რომ რომელიმე ბრენდის სახე გახდი, თუმცა არა, ეს შენი სუნამოა, გვესაუბრე ამ თემაზე… 

ნუკი: 

ყველაფერი დაიწყო წითელი ტუჩსაცხით, ძალიან მიყვარს ეს ფერი და ვარ პრეტენზიული, ის არ უნდა გადადიოდეს და თან,  მარტივად უნდა შორდებოდეს. ამერიკაში ვცხოვრობ და არც ერთი ტუჩსაცხი არ მომწონს, ამიტომ ბენმა მითხრა, მოდი, გავაკეთოთ ჩვენი ტუჩსაცხიო. მან იპოვა ტექნოლოგები. როგორც კი ჩაეშვა, პოპულარული გახდა. მერე ფერებიც დავამატეთ, შემდეგ ტონალურზე გადავედით, შევქმენით ისეთი, რომელიც გამონაყარზეც გამოიყენება. ეს პროდუქცია ევროპაში მზადდება. სულ ვცდილობ, რომ მომხმარებლის აზრი გავითვალისწინო. მე მიყვარს სუნამოები ძალიან, ბევრს ვისხამ. რამდენიმეს ვურევდი ხოლმე ერთმანეთს, ამიტომ ბენმა ორ წამში იპოვა ჩვენი მთავარი პარფიუმერი ჟაკი. 12-15 ნიმუშს გვიგზავნის ხოლმე და იქიდან ვირჩევთ. ბენმა, მამაკაცის სუნამოც გავაკეთოთო, ქალბატონებსაც ძალიან მოსწონთ. მე უკვე წელიწად ნახევარი არც ერთი სხვა ბრენდი არ გამომიყენებია. ყველაფერს ჩემსას ვხმარობ. შემეძლო, გამეკეთებინა ძვირიანი, თუმცა არ გავაკეთე, ვცდილობ, რომ იყოს ბიუჯეტური. ყველაფერი გვაქვს ევროპული და უმაღლესი ხარისხის, შესაბამისად,შემოსავალი ჯერჯერობით არ არის. გვსურს, რომ გავზარდოთ ეს საქმიანობა, მიზანი ისაა, რომ გავიდეთ მთელ მსოფლიოში და წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩემი სუნამო საჩუქრად იდეალურია, არის პარფიუმი, აქვს ლამაზი შეფუთვა, ქართულია და ღირს 69 ლარი.

შენ შექმენი გაცნობის აპლიკაცია, საიდან მოგივიდა ეს იდეა?

მე და ბენმა ერთმანეთი მსგავსი აპლიკაციის მეშვეობით გავიცანით და მივხვდი, რომ საქართველოში არ არის ასეთი აპლიკაცია, შემდეგ დავხვეწეთ და დავამატეთ ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც დაასკვნის, რამდენად ემთხვევით და ეწყობით ერთმანეთს. ერთი წელია, რაც ამას ვაკეთებთ, აპლიკაციას ჰქვია „დამაჯახე“, სხვათა შორის, მისი შექმნა არ არის მარტივი ამბავი, ამისთვის გვყავს გუნდი. უფასო აპლიკაციაა და შესაბამისად, არანაირი შემოსავალი არ არის. ხელმისაწვდომია „ეფლ სთორიზე“. სერვერს აქვს რესურსი,  მილიონობით მომხმარებელი აიტანოს. პროგრამას აქვს ფილტრი, სადაც შეგიძლია, ჩაწერო ასაკი, სქესი, ქალაქი. აქვს დაბლოკვისა და დარეპორტების ფუნქციაც. ასე გავყავით, მე ვაკონტროლებ კოსმეტიკის საკითხებს, ბენი აკონტროლებს აპლიკაციას.

ვრცელდება ჭორები, რომ ბენი და ნუკი ერთმანეთს დაშორდნენ, რომ ბენს საყვარელი ჰყავს…

ძალიან კარგი, თუ ასე წერენ, როცა აღარ დაწერენ, ესე იგი აღარ ვაინტერესებ ხალხს. მე და ბენს ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი, აგერ უკვე 9 წელია, ერთად ვართ.  წარმოუდგენელია ეს ამბავი, რომ მას ვინმე შეიძლება ჰყავდეს. ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით. მე, ზოგადად, ურთიერთობაში მსუბუქი ვარ, ბენი ურთულესი კაცია.

რამდენად რთულია, საქართველოდან წასულმა ადამიანმა ამერიკაში დაიმკვიდროს თავი?

ეს ძალიან რთულია, გამართლებაზე ბევრია დამოკიდებული. ერთი რამეა ზოგჯერ საჭირო, ახლა ძალიან მიჩაჩანაკებული ვარ, თორემ გამოვიდოდი „მის ამერიკას“ კონკურსზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქაურ წრეს. ბენს აქ ძალიან მოსწონს და ჩვენი ოჯახი ქართულს უფრო ჰგავს. ქართულ კერძებსაც კარგად ართმევს თავს, ჩუსტი თუ გადატრიალდა, ამბობს, ვინმე ავად არ გახდესო და ა.შ… ყველაფერი ვასწავლე. ზოგჯერ მგონია, რომ ქართველია. ქართულად ვერ საუბრობს, თუმცა ესმის. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მაშინ ვხვდები, რომ შემიძლია, დილით ყავა დავლიო და ამოვისუნთქო, სულ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცას ვაშავებ. ამერიკაში ძალიან ადრე ვდგები, ვამოწმებ პარტნიორების მეილებს, ევროპაში ხომ სხვა დროა, ამერიკაში კი სხვა.

როდესაც საქართველოში ჩამოდიხარ, სულ ტელევიზიებში ხარ ხოლმე მიწვეული, „პრაიმ ჰაუსის“ ჟიურის წევრიც გახდი.

ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, ეს ადამიანები არიან გმირები, რომ  თავიანთი პირადი ასე საჯაროდ გამოაქვთ. ნერვები უნდა გქონდეს, რომ ამ ბრძოლას გაუძლო. მე დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას რეალურ შოუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები