LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუნისში საქართველოში პირველი პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდება – კურორტი 1 მარტიდან მიგვიღებს

494
147858334-4057256354306501-3499379945873750414-o

კურორტ ნუნისში საქართველოში პირველი პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდება, რომელიც შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას დაეყრდნობა. პროგრამას პროფესორი ლერი ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს.

პროგრამა ითვალისწინებს როგორც სარეაბილიტაციო, ასევე გამაჯანსაღებელ კურსს, რომელიც 7 ან 14 დღიანი ხანგრძლივობის იქნება. პაციენტები საცხოვრებლითა და სამჯერადი ჯანსაღი კვებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

აღსანიშნავია, რომ პირველ პაციენტებს ნუნისი პირველი მარტიდან მიიღებს. არსებული ინფორმაციით, ერთკვირიანი კურსის ღირებულება ერთი ადამიანისთვის, განთავსების, სამედიცინო ნაწილისა და კვების ჩათვლით 700-დან 800 ლარამდე დაჯდება.

ცნობისთვის, Nunisi Forest Hotel and Spa – სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში. სამკურნალო წყლით ოდითგანვე განთქმული ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი არსებობს 1856 წლიდან.

მას უნიკალურს ხდის ორი განუმეორებელი სამკურნალო ფაქტორის შერწყმაჰავა და წყალი:

ნუნისის სამკურნალო წყალი: განთქმულია და გამოიყენება კანის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ის ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, აჯანსაღებს ორგანიზმს. ნუნისის წყალი კურნავს კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე ალერგიას, ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობას ადგილზე ნიშნავს და მუდმივად თვალს ადევნებს ექიმი დერმატოლოგი და თერაპევტი.მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის თბილი აბაზანები და შხაპებია.

ნუნისის ჰავა: ნუნისის უნიკალურ მიკრო კლიმატს ქმნის შერეული ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტი მდებარეობს მთის ფერდობზე, ზღვის დონიდან 750-800 მეტრზე. ტყის შუაგულში, აქ არ მოძრაობენ ავტომობილები, საავტომობილო გზას უკავშირდება მხოლოდ საბაგიროთი, რომელიც მდინარე ნუნისის წყლის ხევის თავზე გადადის.

სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და გასართობდასასვენებელ კომპლექსის შემადგენლობაშია:

– 3 სართულიანი კომფორტული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი სასტუმრო 7 ნომრით, მწვანე ტყეზე გამავალი პანორამული ფანჯრებით და ულამაზესი ხედებით;

– 5 სტანდარტული ფინური კოტეჯი, მცირე ზომის ხის კოტეჯები ეკოლოგიურად სუფთაა და საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის. ორსართულიანი კოტეჯების 16 ნომერი სრულად არის აღჭურვილი კომფორტული განთავსებისათვის;

– სამკურნალო-თერაპიული და გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი;

– სამკურნალო წყლის დახურული აუზი ვერანდითა და შხაპებით;

– ღია და დახურული ბარი;

– საბავშო მოედანი, სტადიონი;

– დასასვენებელი ზონები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები