LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნურაფერს ითხოვ და ნურაფერს ელი, შეხედე ყველა პრობლემას იუმორით და მსუბუქად!”- ენტონი ჰოპკინსის ცნობილი გამონათქვამები

7252
FORTUNA. GE

„ნურაფერს ითხოვ და ნურაფერს ელი, შეხედე ყველა პრობლემას იუმორით და მსუბუქად!“ – სწორედ ასეთია ენტონი ჰოპკინსის ცხოვრების წესი, რომელმაც მძიმე ბავშვობის მიუხედავად, მაინც შეძლო საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობების რეალიზება და მსოფლიო აღიარების მოპოვება.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

საუკეთესოები გვიან ვითარდებიან! – მასწავლებლები იდიოტს მეძახდნენ, რადგან დისლექსია მტანჯავდა და ყურადღების კონცენტრირება მიჭერდა, საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი და თანატოლებთან ურთიერთობას გავურბოდი, არაფრის კეთება  არ შემეძლო და სწორედ იმიტომ გავხდი მსახიობი.

ცხოვრების ფილოსოფია – ახალგაზრდობაში ხშირად მიმეორებდნენ,  რომ ძალიან „უიმედო“ ვიყავი და ხეირი ჩემგან არასდროს იქნებოდა, ამიტომ ყველაფერი კარგი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მარტო სხვებისთვის კი არა, ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

საფრთხე სცენაზე – მანჩესტერის თეატრში, როცა პარტნიორი კინაღამ ხერხემალში გადავტეხე, რეჟისორმა ჩათვალა, რომ ძალიან სახიფათო იყო ჩემი სცენაზე გამოშვება და საერთოდ თეატრიდან გამაძევა. თუმცა, ძალიან გამიმართლა, რადგან „იმ მოდურ თეატრალურ სკოლაში“ მირჩია ჩაბარაბა, რომელიც თვითონ არასდროს მოსწონდა. სწორედ ასე აღმოვჩნდი დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში, სადაც პირველად ვიგრძენი თავი მსახიობად.

იმედგაცრუება – რობერტ დე ნიროს არაჩვეულებრივ ნიჭში დასარწმუნებლად, მისი „ცოფიანი ძაღლების“ ნახვა გადაწყვიტე. ნიუ-იორკში პატარა კინოთეტრი მოვძებნე, დარბაზი თამბაქოს და ალკოჰოლის სუნით ყარდა, სულ რამდენიმე მაყურებელი იყო და ყველას ეძინა. პირველად მაშინ დავეჭვდი საკუთარ არჩევანში – ნუთუ ასეთი მაყურებლისთვის ვიხარჯებით?!

საძულველი თეატრი – გულწრფელად არ მესმის მათი, ვინც თეატრზე გიჟდება. რა საჭოროა ხმაურიანი მონოლოგები და ყალბი მანჭვა სცენაზე?! თეატრი წარსულს ჩაბარდა და არ ვიცი, რატომ უნდა შევასრულო როლი, რომელიც ჩემამდე ათასმა მსახიობმა შეასრულა?!

განსხვავებული ადამიანები – განსაკუთრებული ინდივიდუალიზმის მქონე, ნიჭიერ და ენერგიულ ადამიანში, რომელიც საკუთარი იდეებით პროვოცირებს დანარჩენებს, საზოგადოება ყოველთვის უზარმაზარ საფრთხეს ხედავს, რადგან არაფრით გამორჩეულ, ჩვეულებრივ ადამიანებს ყოველთვის მისნაირებთან ურჩევნიათ ურთიერთობა, რათა თავი არ იგრძნონ ნაკლულად და დამცირებულად.

საყვარელი როლი – არასდროს მქონია საყვარელი როლები. თუმცა, ხელს რასაც ვკიდებ, აუცილებლად ყველაფერს კარგად ვაკეთებ, ვსწავლობ ჩემს რეპლიკებს, ვასრულებ რეჟისორის დავალებას და სახლში ვბრუნდები. ბევრი თვლის, რომ საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულება ცინიკურია, თუმცა თვითონ, ძალიან პრაქტიკულად მეჩვენება.

მორალური ნორმები – ზნეობა და თავმდაბლობა ძალიან გამაღიზიანებელია. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მეც ვითვალისწინებ მორალურ ნორმებს, მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი ყალბია. ადამიანი ყოველთვის ყალბი და პირფერია, მატყუარა და ანგარებიანია.

მარტოობა – ძალიან მომწონს ჩემი მარტოობა. არავის ვაძლევ ახლოს მოსვლის უფლებას. მართალია, შემიძლია ვიყო მეგობრული და კეთილგანწყობილი, მაგრამ ჩემში ყოველთვის სიცარიელეა, რადგან არც თანაგრძნობა მაქვს სხვების მიმართ, არც პატივისცემა.

სტივენ სპილბერგი – ძალიან მომწონს სპილბერგი, რადგან ყოველთვის იმ ფილმებს დგამს, როგორსაც თვითონ ნახავდა და არასდროს ბაძავს იმ „ინტელექტუალებს“, რომლებიც ვითომ მეგობრებისთვის იღებენ საკუთარ შედევრებს, არადა სინამვილეში, საერთოდ არ ჰყავთ მეგობრები.

საზოგადოებრივი აზრი – საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემზე სხვები. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, ვაკეთებ იმას, რასაც მინდა და ვცხოვრობ ისე, როგორც შემიძლია. სწორედ ესაა ნამდვილი ცხოვრება, სადაც არც მოგება შეიძლება, არც წაგება, არც კონკურენციაა საჭირო, არც საკუთარი უპირატესობის დამტკიცება. ვფიქრობ, მე სხვებზე თავისუფალი ვარ, რადგან არც მოპოვება მინდა არაფრის, არც დაკარგვის მეშინია.

მსგავსი სტატიები
„როცა უამრავი პრობლემა გაქვს, დაიჯერე, რომ ყველაფერს მოაგვარებ და  მართლა ასე იქნება!“ – მერილ სტრიპის ცხოვრების წესი
„ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობაა!“ – უინსტონ ჩერჩილის გონებამახვილური ფრაზები ცხოვრების უკეთ გასაგებად
„გარეგნული სილამაზე სინამდვილეში ქალის განწყობაა” – შერონ სტოუნის ცხოვრების წესი
ასაკოვანი ქალბატონების გულწრფელი რჩევები 30 წელს გადაცილებულ ქალებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები