LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუთუ არ შეიძლება, რომ 1 ბინა მეღირსოს, რომ არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების -9 აპრილის გმირი დახმარებას ითხოვს

278
5e79079c-a891-4482-8668-a6f8c3840380-cx34-cy9-cw66-w408-r1-s

9 აპრილის ერთ-ერთი გმირი ქალი, რომელიც მომიტინგეებს თავისი სიმღერით ამხნევებდა გასაჭირშია.

ლელა ვეფხვაძეს არ აქვს საკუთარი ჭერი. ის ნაქირავებ ბინაში შვილთან, შვილიშვილთან და ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობს. ლელა სოციალურ ქსელში წერს, რომ ნაქირავები ბინის დაცლას სთხოვენ, ვინაიდან მეპატრონე სახლს ყიდის.

“ისევ !!!! ისევ აბარგება !! ახლა დამირეკა სახლის პატრონმა და მითხრა რომ ბინის გაყიდვა უნდათ სასწრაფოდ და უნდა დავცალოთ ბინა. აღარ ვიცი რა ვქნა, ჯერ ბინა იპოვნო და თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს 2 უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ რომ იპოვო ადამიანი ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას და წამოვა ამ ნაწილობრივ დაფინანსებაზე. დავიღალე ხალხო დავიღალე !!! ნუთუ არ შეიძლება, რომ 1 ბინა მეღირსოს, რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების !!! წარმოდგენა არ მაქ რა უნდა ვქნათ ახლა. იმ დღეს ბაბუ ამბობდა, დედა მინდა ეს სახლი ჩვენი იყოსო, მაგრამ პასუხი არ მქონდა. ახლა ???!!!! ახლა რა უნდა ვქნა რააა???!!!!”,- წერს ლელა ვეფხვაძე.

https://www.facebook.com/lela.vepkhvadze/posts/2980526542068605

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები