LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობიექტები, რომლებიც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებულ რეგულაციებს არ დაიცავენ დაჯარიმდებიან, ან საქმიანობის შეჩერება მოუწევთ

78
italy-prepares-to-expand-covid-green-pass-1636554817

ობიექტების მიმართ, რომლებიც უარს განაცხადებენ რეგულაციების შესრულებაზე და არ დანერგავენ „მწვანე სტატუსის“ მქონე მოქალაქეების შეშვებას, გამოყენებული იქნება სანქცია – შრომის ინსპექცია უფლებამოსილია შეაჩეროს იმ ობიექტების საქმიანობა, რომლებიც უარს განაცხადებენ რეკომენდაციების შესრულებაზე, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია იქნება 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი.

„როგორც მოგეხსენებათ, 322-ე დადგენილებაზე ზედამხედველობას ახორციელებს შრომის ინსპექცია სხვა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად. ეს ზედამხედველი ორგანოები არიან სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და მათთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგის პროცესს. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან შრომის ინსპექციის წევრები გასულები ობიექტებზე და ძირითადად, დღეს სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებებს ვახორციელებთ, რადგან სიახლეა აღნიშნული აპლიკაცია და კიდევ ერთხელ ადგილზე ვაწვდით ინფორმაციას ბიზნესსუბიექტებს“, – განაცხადა მაია მიქაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

მისივე ინფორმაციით, დღის ბოლოს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების პროცესი დასრულდება, ცნობილი გახდება პირველადი მონაცემები, თუ როგორ მოახერხა ბიზნესმა რეგულაციის დანერგვა თავის ობიექტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები