LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცი სასარგებლო ჩვევა, რომელიც აუცილებლად გაგაბედნიერებთ

274

მედიტაცია, სექსი ან პატიების უნარი – ფსიქოლოგების მტკიცებით, ზოგიერთი სასარგებლო რჩევა საგრძნობლად აუმჯობესებს ჩვენს განწყობას და საერთო ფიზიკურ მდგომარეობას. გთავაზობთ The Independent-ში გამოქვეყნებულ იმ ჩვევათა ნუსხას, რომელიც აუცილებლად გაგაბედნიერებთ.

* გადადით საცხოვრებლად შვეიცარიაში! – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო მოხსენების თანახმად, შვეიცარიელები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ერია.

* მიირთვით ყავა! – კვლევები ადასტურებენ, რომ კოფეინი საგრძნობლად ამცირებს დეპრესიით დაავადების რისკს.

* ისწავლეთ მედიტაცია! – ექსპერტების მტკიცებით, მედიტაცია, რომელიც აწმყოზე კონცენტრირების ხელოვნებაა, აუცილებლად დაგეხმარებათ შიშისა და განგაშის გრძნობისგან განთავისუფლებაში.

* წაიკითხეთ სათავგადასავლო რომანები! – 2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სათავგადასავლო ისტორიის მკითხველი ბევრად სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ნაკლებად შფოთავს და სიამოვნებით ეხმარება სხვებს.

* ხშირად ისეირნეთ ბუნებაში! – თუ აღელვებული ხართ, მოუსვენრობთ და ადგილს ვერ პოულობთ, გაისერნეთ სუფთა ჰაერზე და აუცილებლად ბუნებაში. კალიფორნიელი მეცნიერების მტკიცებით, ის ვინც, ქალაქს ერიდება და ბუნებაში ურჩევნია დასვენება, ნაკლებადაა მიდრეკილი სტრესისკენ.

* მიიღეთ მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში! – განწყობის გაუმჯობესების კიდევ ერთი მარტივი ხერხია კონცერტის ან მუზეუმის სტუმრობა. ნორვეგიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ ის ვინც, სისტემატურად ინტერესდება კულტურის სიახლეებით, ნაკლებადაა მიდრეკილი შფოთისკენ და ბევრად კმაოყოფილია საკუთარი ცხოვრებით.

* მოუსმინეთ ნაღვლიან მუსიკას! – კვლევამ 772 მოხალისეს მონაწილეობით დაადასტურა, რომ ნაღვლიანი სიმღერების მოსმენა დადებით ემოციონალურ ფონს ქმნის და დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.

* დაისახეთ რეალისტური მიზნები! – მიზნების დასახვისას უკეთესია რეალურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და პლანეტის გადარჩენამდე ის ადამაინები გადაარჩინოთ, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება.

* ჩაიწერეთ საკუთარი გრძნობები! – თუ ვინმეზე ხართ გაბრაზებული, მისწერეთ წერილი, თუმცა ნუ გაუგზავნით. მეცნიერების მტკიცებით, საკუთარი შეგრძნებების ჩაწერა, სტრესისგან ანთავისუფლებს და ეფექტურ მოქმედებს უწყობს ხელს.

* მეტი ფული დახარჯეთ სხვებზე! – 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ის, ვინც ფულს ქველმოქმედებაზე ან სხვის საჩუქრებზე ხარჯავს, ბევრად უფრო ბედნიერია, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე იხარჯება.

* გახდით მოხალისე! – ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ სხვათა დახმარებით, თქვენ საკუთარ თავსაც ეხმარებით. კვლევები ადასტურებენ, რომ ის, ვინც მოხალისედ და ყველანაირი ანაზღაურების გარეშე ღებულობს მონაწილეობას საზოგადოებრივ აქტივობაში, ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ.

* გაიღიმეთ! – ღიმილი აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას!

* ისწავლეთ პატიება! – ნუ დაიგროვებთ წყენას. მრავალწლიანი კვლევა ადასტურებს, რომ პატიების უნარი, ამცირებს სტრესს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს!

* ისწავლეთ სიყვარული! – შეიყვარეთ ვინმე და ნუ დაელოდებით მისგან საპასუხო გრძნობას. მთავარია, თქვენ გიყვართ და ისიამოვნეთ ამ გრძნობით.

* იყავით რეალისტი ოპტიმისტი! – ის, ვინც ახერხებს იაზროვნოს რაციონალურად და შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, ბევრად წარმატებული და ბედნიერია, ვიდრე იდეალისტი ან პესიმისტი.

* იგორავეთ ტალახში! – მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უვნებელი ბაქტერია mycobacterium vaccae, რომელსაც მიწა შეიცავს, ჰორმონ სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს.

* ისადილეთ სუფთა ჰაერზე! – ის, ვინც პარკში ან პლაჟზე სადილობს, ბევრად შრომისუნარიანია, ვიდრე ის, ვინც სახლში, რესტორანში ან სამსახურში მიირთმევს.

* ივარჯიშეთ! – სპორტი აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს განგაშის შეგრძნებას, დეპრესიის განვითარების რისკს და სტრესის ჰორმონის გამოყოფას. ვერმონტის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, დღეში 20-წუთიანი ვარჯიშიც კი, საგრძნობლად აუმჯობესებს განწყობას.

* განავითარეთ საკუთარ თავში ერთი კონკრეტული უნარი! – მართალია, საკუთარ თავზე მუშაობა ან ახლის შესწავლა, გარკვეული პერიოდით სტრესის მომტანია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აბედნიერებს ადამიანს.

* ისწავლეთ მოთმინება! – ბედნიერება როგორც წესი ასაკთან ერთად მოდის. მეცნიერთა ერთი ჯგუფის მტკიცებით, ასაკოვანი ადამაინები ახალგაზრდებზე ბედნიერები არიან, რადგან მათ ბევრად უკეთ გამოსდით საკუთარ თავში მრისხანების და განგაშის დამარცხება. მეორე ჯგუფის განცხადებით კი, მოხუცები ბევრად მიმნდობები არიან, რაც მათ ბრაზისგან ანთავისუფლებს და სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები