LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნება” ცდილობს „ნაციონალებზე“ უფრო „ნაციონალებად“ აქციოს გახარია: მეგრელიშვილი

55
megrela

„ქართული ოცნება” ცდილობს „ნაციონალებზე“ უფრო „ნაციონალებად“ აქციოს გახარია და მისი პარტია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” ერთ – ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” ამოცანაა, რომ გიორგი გახარიამ მათი მხარდამჭერების ხმები არ წაიღოს.

„ახსნის ყველაზე მარტივი ვერსია რომ შემოგთავაზოთ, ეს არის, რომ გიორგი გახარიას „ქართულმა ოცნებამ” არ გააყოლოს არც ერთი მხარდამჭერი და „ნაციონალებზე“ უფრო „ნაციონალებად“ აქციონ გიორგი გახარია,”- განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, დღესვე გიორგი გახარია ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნება” აგრესიული კამპანიით ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს გახარიას: იაგო ხვიჩია

მართლაც უვარგისი გადაწყვეტილება იყო, მასაც ვუთხარი, ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა: წულუკიანი გახარიაზე

სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა: ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები