LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება კლავს” – ჯანდაცვის სამინისტროსთან “ლელომ” საპროტესტო აქცია გამართა

44
1

“ოცნება კლავს” – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია პარტია “ლელომ” ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართა.

საპროტესტო აქციას “ლელოს” ლიდერები, პარტიის წევრები, მხარდამჭერები და მედიკოსები შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლება გენოციდს აწყობს, კლავს კოვიდით და კლავს სხვადასხვა ხერხით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კი ციხეში შიმშილობს და ამის პარალელურად, ხელისუფლება და ჯანდაცვის მინისტრი არაფერს აკეთებს:

“საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანაა. საქართველოში დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება.

ხელისუფლება და ჯანდაცვის მინისტრი არაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად და ადამიანების გადასარჩენად.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ანტივაქსერია. მეორე წელია “ქართული ოცნება” კოვიდით კლავს ჩვენს მოქალაქეებს!!!

ხელისუფლება გენოციდს აწყობს, გვკლავენ კოვიდით და გვკლავენ სხვადასხვა ხერხით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს, ხელისუფლება და მისი ჯანდაცვის მინისტრი არაფერს აკეთებს.

პარლამენტში პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია და კიდევ 9 დეპუტატი შიმშილობს, მაგრამ ხელისუფლება უმოქმედოა. ამ უმოქმედობით “ქართული ოცნება” კლავს!!!” – აღნიშნავენ პარტია “ლელოს” წევრები.

 

 

პოპულალურები