LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებას“ მგელის ორჯერ გატყავება არ გამოუვა – მაჩალიკაშილი მერაბიშვილის გათავისუფლებაზე

576
machalikashvili

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ “ოცნება” ცდილობს, “მგელი“ ორჯერ გაატყაოს.

მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს.

„დღეს ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა და დანარჩენებსაც „სვაბოდას“ ვუსურვებ. მას თუ მიუძღოდა დანაშაული,  კაცმა ღირსეულად  მოიხადა საჯელი, მაგრამ ქოც ნახირი ცდილობს, მგელი ორჯერ გაატყავოს, რაც ფიზიკურად და მორალურადაც შეუძლებელია. ძალიან აყაყანდით. ზოგმა კალენდარის ფურცელი უწოდა, ზოგმა კრიმინალი, თეო წუწლუკიამ ხომ ძლივს შეიკავა შეშინებული და ჩახრწნილი სული ჩახრწნილ თავისი გულში. აი, ამ მეთოდით ცდილობთ,  დაანახოთ საზოგადოებას, გამოვიდა, მერე რაო. მაგრამ თითეული ქოც ხროვის ბოროტი სული გულის სიღრმეში რას გრძნობთ, მთელმა ქვეყანამ იცის. თქვენ უბრალოდ „ლიცამერები“ ხართ. სხვა არაფერი. ამ ორი წლის განმავლობაში რაც შევეხე ამ გახრწნილ უსამართლო სისტემას, რასაც ჰქვია „ქართული ოცნება“. უამრავი პოლიციელი და ადამიანი მოსულა ჩემთან, რომელნიც ვანოზე ლოცულობდნენ და დადებითად აფასებდნენ. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა. ყველა ერთმანეთს იცნობს და ზუსტად ის ხალხი განსჯის ვინ ვინ არის, მაგრამ აქ ისევ და ისევ ბიძინეს მილიარდები ითამაშებს როლს და თუ აყვნენ მისი მილიარდების თამაშის წესებს,  ვის რა შეგვხდებას მოლოდინით თუ იმედით, მაშინ დედა შვილს ხელში ვერ აიყვანს. ამიტომ დაივიწყეთ წყენები ერთმანეთის მიმართ. გაერთიანდით ერთიანი ძალებით, თუ გინდათ შეებრძოლოთ სიბოროტეს. ცალცალკე 7 თუ 17 მილიარდს ვერ აჯობებთ, დიდი ფული მარტო ღირსებასთან და პატიოსნებასთან არის უძლური.
დიდი პატივისცემით მალხაზ მაჩალიკაშვილი“, – წერს სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი.

“მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება…თავად დამხობილი, ეგ ვის დაამხობს”- დღის გამონათქვამები მერაბიშვილზე

შეგახსენებთ, დღეს ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო, სადაც მან 6 წელი და 9 თვე გაატარა, დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები