LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების” 11 „მდუმარე” დეპუტატი – უმრავლესობის 13 მილიონერი დეპუტატიდან ოთხს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს: “ფლანგვის დეტექტორი”

2406
Untitled design (5)

მმართველი პარტიის დეპუტატებიდან, ვინ რამდენჯერ გამოთქვა საკუთარი აზრი, დააფიქსირა პოზიცია და ისარგებლა სიტყვის უფლებით პარლამენტში მიმდინარე სესიებზე 2021 წელს – “ფლანგვის დეტექტორი” წლის შემაჯამებელ მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს, თუმცა ამავე წლის განმავლობაში, მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია პარლამენტარების ანაზღაურებაზე. 

როგორც “ფლანგვის დეტექტორი” წერს, პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4,624-6,740 ლარია.
2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად დაახლოებით 187 მილიონი ლარი გამოიყო, რისი 53% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.

“ფლანგვის დეტექტორმა” გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2021 წლის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლების რაოდენობის შესახებ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, “ქართული ოცნებიდან” პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია, 2021 წელს კი 4 მათგანს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს.

“რადგან 2021 წელს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც მათ შორის მოიცავდა ოპოზიციის წევრების ბოიკოტს, რაც გამოიხატებოდა სხდომებზე არდასწრებასა და პარლამენტში საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმაში, რთულია შევაფასოთ ოპოზიციის სიტყვით გამომსვლელების მაჩვენებელი. ამიტომ ძირითადად უმრავლესობის/მმართველი პარტიის წევრთა აქტიურობაზე ვკონცენტრირდებით.

2021 წელს განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის, პანდემია, ინფლაცია, სასამართლო რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნები, აქციები და ძალადობრივი შემთხვევები, ცხადია პარლამენტის წევრებს ბევრი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ჰქონდათ თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად. ამასთანავე 2021 წელს გაიმართა 62 პლენარული სხდომა. პარლამენტმა 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი.

თუმცა მიუხედავად განსახილველი საკითხების მრავალფეროვნებისა და რაოდენობისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%, მათ შორის 12% მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც წლის მანძილზე ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი შემდეგნაირად გამოიყურება:

ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე.

“თუმცა მდუმარე დეპუტატები შეგვიძლია ვუწოდოთ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც წლის მანძილზე ხმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ამოიღეს, ამ სიაში კი 8 დეპუტატი მოხვდა: სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი”, – წერს “ფლანგვის დეტექტორი.

მათივე ინფორმაციით, მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • ვასილ ჩიგოგიძე – 0
  • ირაკლი ხახუბია – 0
  • ვიქტორ ჯაფარიძე – 0
  • ელგუჯა გოცირიძე – 0
  • ისკო დასენი – 2
  • გოჩა ენუქიძე – 2
  • ზაალ დუგლაძე – 3
  • პაატა კვიჟინაძე – 7
  • ანტონ ობოლაშვილი – 8
  • გიორგი ამილახვარი -16
  • თამარ ტალიაშვილი – 26
  • ბექა ოდიშარია – 27
  • ნინო წილოსანი – 116
  • “ფლანგვის დეტექტორი” სწორედ ბოლო მონაცემზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი აქტიური მილიონერი დეპუტატი ნინო წილოსანია, რომელმაც წლის მანძილზე 116-ჯერ ისარგებლა მიკროფონის ჩართვის უფლებით.

    “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გაეცნობით აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები