LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” პროგნოზები არ გამართლდება – რას გეგმავს არჩევნების დღეს “ევროპული საქართველო”

106
BeFunky-collage

“ქართული ოცნების” განცხადება, რომ ყოველი მეორე მხარს უჭერს და რაღაც სასწაულ პროცენტებს აიღებენ, იმდენად დაუჯერებელია, რომ ჩვენ არც განვიხილავთ ამ შესაძლებლობას” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე მმართველი გუნდის ბოლო დროინდელ განცხადებებს საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებასთან დაკავშირებით.

კაპანაძე დარწმუნებულია,  რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

“ოცნების პროგნოზები არ გამართლდება. თვითონაც კარგად ესმით, რომ ეს არის ტყუილი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ თავიანთი პროპაგანდისტული მედიის საშუალებით ეს გაავრცელონ და იქნებ რამდენიმე პროცენტით მეტი მიიღონ, რათა ხალხი მოატყუონ.ამას ნამდვილად არ ექნება წარმატება.

მთავრობიდან მივიღეთ ეს ინფორმაცია, არჩევნებს აგებენ და ამიტომ უნდათ ლოკდაუნი გამოიყენონ: სერგი კაპანაძე

"ჩვენი ვალია გავაფრთხილოთ მოქალაქეები, ეს არ არის საკითხი, რომელიც, სიურპრიზი უნდა იყოს მოსახლეობისთვის."

არ მჯერა, რომ პროპაგანდით შეიძლება მოახერხო ხელისუფლების შენარჩუნება, მაშინ როდესაც ვერც ერთ გამოწვევას ვერ გაართვეს თავი და ვერც ერთი პრობლემა ვერ მოაგვერეს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ დამარცხდებიან და გარდამტეხი ცვლილების განხორციელება შეგვეძლება ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ სხვა კონკრეტულ ძალებთან ერთად.”- განაცხადა სერგი კაპანაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ შეკრებასაც გამოეხმაურა.

“ჩვენი ამოცანა შაბათს დღეს არის მაქსიმალური კონცენტრაცია არჩევნებზე, საღამოს რვა საათიდან კი მაქსიმალური კონცენტრაცია თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვაზე. ამიტომ ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები მთელ დღეს გავატარებთ საარჩევნო უბნებში და არა სადმე სხვაგან”- თქვა კაპანაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები