LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნებისთვის საშიში დაჭრილი მხეცი ვარ – ნიკა მელია

299
21077486_10159111747370167_2307949749371979774_n

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ამბობს, რომ „ოცნების“ წევრები მას კოლეგად აღარ აღიქვამენ. 

ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო - ნიკა მელია

ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, 

სააპელაციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მელიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ხელისუფლებას მისი დაკავების დიდი სურვილი აქვს, რადგან დაჭრილი მხეცივით უყურებენ, რომელიც უფრო საშიშია.

„მათთვის წარმოუდგენელია, შესაძლებლობა მქონდეს, პარლამენტში ვიარო, როგორც მოქმედმა დეპუტატმა. მათ ეგონათ, რომ მე ამას ვეღარ შევძლებდი. მათთვის მე ხომ უკვე დაჭრილი ვარ? – დაჭრილი მხეცი ხომ უფრო საშიშია? დაახლოებით ასე მიყურებენ, მათთვის მე კოლეგა აღარ ვარ. წარმოუდგენელი რამ გააკეთებინეს. მტკიცებულებები არ იყო და ისე უყარეს კენჭი, რასაც ნანობს ბევრი მათგანი,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია ამბობს, რომ დეპუტატების ადგილზე თავად დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იგრძნობდა. 

ნიკა მელიას სასამართლომ აკრძალვები დაუწესა

რა შეზღუდვები დაუწესდა მელიას?

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორი თავის შუამდგომლობაში განმარტავს, ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები