LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახი, სადაც შშმ პირები ცხოვრობდნენ, ხანძრისგან მეზობლის ძაღლმა გადაარჩინა

154
dogsavehouse

კანადელმა ძაღლმა მეზობლები ხანძრისგან იხსნა. შემთხვევა იორკის მუნიციპალიტეტში მოხდა.

ბიგლის სახეობის ძაღლმა, სახელად ჯორჯიამ ღამის ორ საათზე ცეცხლი შეამჩნია და სანამ პატრონები არ გააღვიძა არ მოისვენა. ჯორჯიამ ისინი აიძულა რომ ფანჯარასთან მისულიყვნენ, საიდანაც ჩანდა, რომ მეზობლის სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული.

შემთხვევის ადგილზე მაშინვე მეხანძრეები და მაშველები გამოიძახეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დამწვარ სახლში მცხოვრები მამა–შვილი შშმ პირები იყვნენ და დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ შეძლებდნენ, ასე რომ რომ არა ჯორჯიას სწრაფი რეაქცია, შესაძლოა ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულებულიყო.

დაზარალებლები პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და ისინი თავს უკეთ გრძნობენ. რაც შეეხება ხანძრის გაჩენის მიზეზს, ამას უკვე გამოძიება დაადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები