LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის ექიმი ანა შაკაია: „აცრილ პაციენტებში, რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლებია პოსტკოვიდური ცვლილებები…“

252
anasjakaianews

პოსტკოვიდური სინდრომი – რას ტოვებს კოვიდი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? ამ თემაზე სასაუბროდ ოჯახის ექიმი ანა შაკაია „იმედის დილას“ ესტუმრა.

ანა შაკაია:

„პანდემიიდან ერთი წლის თავზე ხშირად გვხვდება ტერმინი პოსტკოვიდური სინდრომი (ლონგ კოვიდი), რომლის ქვეშაც ერთიანდება ყველა ის პათოლოგიური ჩივილი, რაც პაციენტებს აქვთ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ და არის 20-30-%-ში. ეს სიმპტომები ვლინდება გადატანიდან ერთიდან სამ თვემდე, ან შეიძლება გაგრძელდეს ექვს თვემდეც და მეტიც. ჩივილი სხვადასხვანაირია: კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ენდოკრინული, თუმცა ხშირი არის სუნთქვითი ჩივილები, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი და ხველა. ხშირად უვითარდებათ ახალგაზრდა ასაკში. ყველაზე ხშირი ჩივილი არის საერთო სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილიანობის დარღვევა, მეხსიერების დარღვევა. ზოგ შემთხვევაში არის დეპრესია, აღგზნებადობა, შფოთვა, გაღიზიანება…

აცრილ პაციენტებში, რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლებია პოსტკოვიდური ცვლილებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მართვას ოჯახის ექიმის მიერ, ზედმიწევნით რეგულაციების შესრულებას, რაც განაპირობებს პოსტკოვიდურ სიტუაციას. როცა პაციენტი გვიკავშირდება, ზოგჯერ თვითნებურად აქვს მიღებული ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ლიმონიანი წყალი, რაც ახანგრძლივებს დაავადების სიმპტომებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები