LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახის შექმნის დასაწყისშივე წყვილისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელად ცხოვრება“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1551
343434354

ოჯახი პასუხისმგებლობას მოითხოვს. ახლადშექმნილ ოჯახში ხდება წყვილის თანაცხოვრებასთან შეგუება და მნიშვნელოვანი ეტაპების გავლა. რა სჭირდება წყვილს თანაცხოვრებისთვის – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი თიკა ფანცულაია.

„ახალ დაქორწინებული წყვილის ცხოვრება  განსაკუთრებით რთული თანაცხოვრების დასაწყისშია. მას შემდეგ, რაც თაფლობის თვის ეიფორია გადაივლის, სირთულეები სხვადასხვა მიმართულებით იჩენს თავს. ცხოვრების წესის შეცვლა მნიშვნელოვანი სტრესორია ახალ შემდგარი წყვილისთვის.

ახალი ოჯახის წევრები და მათი შეხედულებები, მცდელობები კეთილისმსურველი დამოკიდებულებით, ან უარეს შემთხვევაში ეგრეთ წოდებული „დამრიგებლური“ ჩარევები, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ  წყვილზე, რაც თავის მხრივ ართულებს მათ ახალ რეალობაში დამკვიდრებას.

ურთიერთობის ახალ ეტაპზევე ჩნდება განცდა იმისა, რომ რომელიმეს ინტერესი ითრგუნება,  რაც ძირითადად საყოფაცხოვრებო ფუნქციათა გადანაწილებას უკავშირდება.

ოჯახის შექმნის დასაწყისშივე წყვილისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელად, ცალკე ცხოვრება. ჩამოვთვალოთ ის რამდენიმე მიზეზი, რატომ არის სასურველი წყვილის ურთიერთობისთვის ცალკე ცხოვრება:

  1. ახალი წყვილისთვის ნებისმიერი მესამე შემფასებელია, რომელიც მარტივად ხდება წყვილიდან ერთ-ერთის მხარდამჭერი, რასაც რთულია და ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება;
  2. წყვილისთვის ოჯახის სხვა წევრები ქმნიან ფონს, ისინი ანგარიშის გაწევას ითხოვენ მაშინ, როცა წყვილს ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარი ურთიერთობის წესები შექმნილი და დარეგულირებული. პატარა კონფლიქტიც კი სხვების თანდასწრებით, უფრო ამწვავებს სიტუაციას. ამიტომ მრავალთაობიან ოჯახში ცხოვრების დროს ხშირია დისკომფორტი და პრობლემები.
  3. პასუხისმგებლობების აღება ახალ თანაცხოვრებაზე რთულია მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობას უამრავი ადამიანი იზიარებს (ოჯახის სხვა წევრები). ამიტომ აუცილებელია ურთიერთობის საწყისშივე ცალკე ცხოვრება, რათა წყვილმა გაიცნოს ერთმანეთი, შექმნას საკუთარი ოჯახი და აიღოს პასუხიმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. საქართველოში დამოუკიდებლად ოჯახური პასუხისმგებლობის აღება უჭირთ, რაც განპირობებულია სწორედ აღზრდის სტილიდან“.

ვრცლად გადაცემა…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები