LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა სამების ტაძრის ეზოში კონცერტით დასრულდა

577
1558114014-კონცერტი

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით წელსაც მსვლელობა მოაწყო. სასულერო პირები და მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და სამების ტაძარში მივიდნენ, სადაც ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა რის შემდეგაც, სამების ეზოში კონცერტი გაიმართა.

კონცერტს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრო.

ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ ექვსი საცეკვაო ნომერი შეასრულა.

ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

 

ფოტოები: პირველი არხი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები