LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან [ფოტო,ვიდეო]

384
esss

რესპუბლიკურ მოედანზე შეკრებილები სამების ტაძრისკენ მიემართებიან.მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი და სასულიერო პირები იღებენ.

პროცესიას წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღვის, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში იმ გზაზე გამოატარეს, რომელიც გადმოცემის მიხედვით საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა.

რამდენიმე წუთის წინ პატრიარქის ესკორტი გამოჩნდა, მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში ილია მეორე დახვდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართება.

 

“ოჯახის სიწმინდის დღის” აღსანიშნავად საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. მსვლელობა სამების ეზოში კონცერტით დასრულდება, მას შემდეგ, რაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საპატრიარქო აცხადებს, რომ “ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი”.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა.

ლგბტქი თემს 17 მაისს რაიმე ღონისძიება არ გაუმართავს, რადგან, როგორც ამბობენ, “ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები