LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური არდადეგები ბავშვებს ახალ სათამაშოებზე მეტად აბედნიერებს

171
Capture

ოჯახური არდადეგები ბავშვებს ახალ სათამაშოებზე მეტად აბედნიერებს – სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა ფსიქოლოგმა და რამოდენიმე ბესტსელერის ავტორმა ოლივერ ჯეიმსმატელეგრაფთან“ საუბრისას.

„ბავშვებისათვის გაცილებით ძვირფასია არა მხოლოდ მოგზაურობის და არდადეგების წუთები, არამედ მოგონებებიც მათზე. ეს მოგონებები უფრო ძვირფასია, ვიდრე რომელიმე სათამაშო და ბავშვებს შთაბეჭდილებებიც უფრო ხანგრძლივად მიჰყვებათ… ასეთ დროს ყველა მოგონება ბედნიერების მომტანია: მშობლებთან ყველაფერზე ლაპარაკი და სიცილი, ნაყინის გაზიარება, თამაში, ბუნებაში გასეირნება… ისინი ბავშვებს ბევრად ხანგრძლივად აბედნიერებს, ვიდრე რომელიმე ახალი სათამაშო ან ნივთი, რომელსაც ორ კვირაში იბეზრებენ.“- აცხადებს ოლივერი, რომელიც სულაც არ არის ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს.

მოგზაურობა ბავშვებთან ერთად მათი ტვინის განვითარებისათვის ძალიან  სასარგებლოა. ერთად გატარებული არდადეგები, მოგზურობა, ახალი ადგილები და მათგან მიღებული შთაბეჭდილებები ბავშვებს სოციალურ, კოგნიტურ, სენსორულ  და ფიზიკურ უნარებს უვითარებს და მათ წარმოსახვას უფრო მდიდარს ხდის.

უბრალოდ წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელიც აუზში ცურავს და წვენებს მიირთმევს, ან ოჯახთან ერთად კემპინგი და ტყეში სეირნობა, მწვანე მინდორზე წამოწოლა და ცის ყურება… ყველაზე ბედნიერი მოგონებები ბავშვებში სწორედ ასეთ მომენტებს უკავშირდება.

ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ბავშვის ტვინზე და ეხმარება მას ისეთი უნარების შემუშავებაში, როგორიცაა: სტრესის რეგულირება, მასთან გამკლავება და ყურადღების კონცენტრაცია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბავშვებს საგრძნობლად უუმჯობესდებათ ახალი ინფორმაციის ათვისების უნარიც და შესაბამისად, ისინი უკეთ სწავლობენ “ – აცხადებს ბავშვთა ფსიქოლოგი მარგო სანდერლენდი.

„ბრიტანეთის საოჯახო არდადეგების ასოციაციის“ მიერ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 49%-ს ცხოვრებაში საუკეთესო არდადეგებად დასვენების ის დღეები მიაჩნდა, რომლებიც ოჯახთან ერთად გაატარეს.

შესაბამისად, ისინი გვირჩევენ უფრო მეტი ფული დავხარჯოთ  მოგზაურობასა და დასვენებაში და ნაკლები ახალი სათამაშოების და ნივთების შეძენაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები