LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური დრამები და სიყვარული: 5 საუკეთესო ფილმი ,,ვენეციის კინოფესტივალიდან”

403
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად

2 სექტემბერს ,,ვენეციის რიგით 77-ე კინოფესტივალი” გაიხსნა. წელს ფესტივალი განსხვავებულ ფორმატში ტარდება, მაქსიმალურად იზღუდება დამსწრე ადამიანთა რაოდენობა. ყველაზე სანტერესო კი მაინც საფესტივალო ფილმებია, რომელთა საუკეთესო ხუთეული თქვენთვის „ფორტუნამ“ შეარჩია.

,,ადამიანის ხმა”

,,ვენეციის კინოფესტივალზე” არის ასეთი წესი, პროგრამაში ყოველთვის ზის პედრო ალმადოვარის კინოსურათი. წელს ეს გახლავთ ფილმი „ადამიანის ხმა“ , სადაც მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს. ეს გახლავთ ჟან კოკტოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომლის მთავარი გმირი საყვარელი ადამიანის სატელეფონო ზარს ელოდება.

,,მოხეტიალეთა მიწა”

ხლოი ჩჟაოს ახალი ფილმი, რომლის მთვარი გმირი „ოსკაროსანი“ ფრენსის მაკდორმანია. მისი გმირი ეკონომიკური კრიზისის გამო ყველაფერს კარგავს და საკუთარი ფურგონით ამერიკაში სამოგზაუროდ მიდის. ამ მოგზაურობაში ის სხვა მოხეტიალე ადამიანებსაც გაიცნობს. ფილმი გადაღბულია ამერიკელი ჟურნალისტის, ჯესიკა ბრუდერის რომანის მიხედვით. ფილმი ვენეციის კინოფესტივალის ფავორიტად ითვლება.

,,საყვარლები”

მსახიობი და რეჟისორი ნიკოლ გარსია ვენეციის კინოფესტივალის ხშირი სტუმარია. დრამა ტრილერის ელემენტებით, ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა მისი ახალი კინოსურათი. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც მეუღლესთად ერთად დასასვენებლად მიემზგზავრება და იქ თავის ყოფილ შეყვარებულს ხვდება.

,,თოვლი არ იქნება”

პოლონელი რეჟისორის, მალგოჟატა შუმოვსკას ახალი ფილმი, რომელიც წელს ,,ოსკარისთვისაც” იბრძოლებს. ფილმის მთავარი გმირი უკრაინელი ემიგრანტია, რომელიც პოლონეთში მასაჟისტად მუშაობს. ფილმი კომედიისა და დრამის ელემენტებს მოიცავს და როგორც კრიტიკოსები ამბობენ, პოლონური კინოს შედევრია.

,,ქალის ფრაგმენტები”

ეს გახლავთ კორონელ მუნდრუცოს ფილმი, რომელსაც წლის მთავარ კინომოვლენად აფასებენ. ფილმი თავად  მუნდრუცოს მიერ დადგმული სპექტაკლის მიხედვითაა გადაღებული და ის წყვილზე გვიყვება, რომელიც შვილს კარგავს. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები