LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოხუნჯობა ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ბავშვში” – შალვა ამონაშვილი

shalva-amonashvili...

„აზროვნების აკადემია“,  პროექტის  „სალონური საუბრები” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი პედაგოგისა და აკადემიკოსის, შალვა ამონაშვილის ლექციიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც კადემიკოსი ოხუნჯ ბავშვებზე საუბრობს:

„დაიჯერეთ, რომ ბავშვი უსაზღვროა თავის შესაძლებლობებში. როგორიც არ უნდა იყოს, როგორადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ იგი. ის ახლა ასეთი პატარაა… დაიჯერეთ მისი უსაზღვროება და ეძებეთ გზები, ეძებეთ და აუცილებლად გამოგიჩნდებათ. გზები, რომლებიც ბავშვში ამ უსაზღვროებას გაუფრთხილდება და გაფურჩქნის.

დიახ, თქვენი დაუჯერებელი, ოხუნჯი შვილი უსაზღვროა! ის ანგრევს მსოფლიოს იმიტომ კი არა რომ გამანადგურებელია, არა ის რეკონსტრუქტორია. ის სწავლობს როგორ გააკეთოს რეკონსტრუირება. როგორც დედა-შვილობის თამაშისას სწავლობს დედობას, ასევე ამ ოხუნჯობებისას ბავშვი სწავლობს მსოფლიოს შეცვლას (გადაწყობას, გასხვანაირებას, რეკონსტრუიერებას). თუ ოხუნჯობას ავუკრძალავთ ე.ი. მომავალ ტალანტს დავღუპავთ. უკეთესია, რომ მასთან ერთად ვიოხუნჯოთ და თამაშისას შევიცნოთ რა უყვარს, რისი „ოხუნჯობა“ მოსწონს მეტად.

ოხუნჯი – ეს ხომ ბავშვი სასწაულია. შეიყვარეთ მისი ოხუნჯობა და მიეცით ოხუნჯობის საშუალება. კი არ აუკრძალოთ, არამედ პირიქით, თქვენ – დედამ და მამამ ისწავლეთ ოხუნჯობა. მამა უნდა იყოს კარგი ოხუნჯი. მამა ოხუნჯი! ო, როგორი სულიერი მეგობრები გახდებიან ამის შემდეგ ისინი. ოხუნჯობა უპირველესად ნიშნავს სრულყოფილების დაჭერას. ოხუნჯობა ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ბავშვში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები