LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა 96 წლის კაცი დააკავეს

129
e77b1e19bc87cfd832ca4af81193ddea-XL

საოკუპაციო ხაზთან დაკავებები გრძელდება. ამჯერად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს.  ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. დეტალები ამ წუთისთვის უცნობია, თუმცა  გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მოხუცის დაკავება სავარაუდოდ, სოფელ წუნევთან მოხდა.

ადგილობრივების განმარტებით, დაკავებული გორა ღარიბაშვილი  ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა. ქართველი მოხუცი ე.წ. საზღრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ოკუპანტებს რამდენჯერმე ჰყავთ დაკავებული.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

დაკავებების სერიის ფონზე, ოკუპირებულ რეჟიმს, საერთაშორისო ზეწოლისა და ქართული მხარის მოთხოვნების მიუხედავად, კვლავ უკანონო პატიმრობაში ჰყავს ვაჟა გაფრინდაშვილი.

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები