LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთის კლინიკაში ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო სასუნთქი აპარატი გაითიშა – გარდაიცვალა 1 ინფიცირებული პაციენტი

60
სასუნთქი აპარატი

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სასუნთქი აპარატის გათიშვის გამო გარდაიცვალა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში სასუნთქი აპარატები გაითიშა. ექიმებმა რეანიმაციული ზომების მიღება დაუყოვნებლივ დაიწყეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამო მძიმე მდგომარეობაში რჩება კიდევ 2 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები