LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალშობილებს ქართული სახელები დაარქვეს

1422
ახალშბილები

2020 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ახალთობილებს ანა, დავითი, გიორგი, გივი და სხვა ქართული სახელები დაარქვეს. „ფორტუნას“ წყაროს ცნობით, მშობლებმა სახელები  „დიდი წინაპრების“ უკვდავსაყოფად შეარქვეს, თუმცა ეთნიკურად რომელ აფხაზ ისტორიულ პირს ერქვა იგივე სახელები, მშობლებმა ვერ გაისხენეს.

ქართველი მეფეების და წმინდანების სახელებით სოხუმელი, გურილიფშელი, ოჩამჩირელი და გაგრელი ახალშობილები ე.წ. აფხაზურ რეესტრში 1 იანვრიდან დარეგისტრირდა.

ჩამოთვლილი სახელებიდან წარმოშობით ქართული არც ერთი არ არის. მაგალითად, გიორგი ბერძნულია, გე-მიწას, ერგოს კი ნიშნავს „ვმუშაობ“, ანუ სახელი გიორგი ითარგმნება, როგორც „მიწათმოქმედი“. გიორგი ერქვათ ქართველ მეფეებს ბაგრატიონთა გვარის წარმომაგდგენლებიდან. საქართველოში რეესტრის მონაცემებით, გიორგი 151 239 ადამიანს ჰქვია.

ანაც ბერძნული სახელია და ქართულად  „სასურველს“, „საამოს“, „სანდომიანს“ ნიშნავს.

დავითი ებრაული წარმოშობის ბიბლიური სახელია. მაგალითისთვის, საქართველოს ისტორიას მხოლოდ ერთი დავით აღმაშენებელიც ყოფნის სხვა დავითზე რომ არაფერი ვთქვათ.

რაც შეეხება გივის, მშობელი ამბობს, რომ შვილს დიდი ბაბუის სახელი დაარქვა.

გარდა ქართული სახელებისა, ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალშობილებს დაარქვეს მირონი, ბოგდანი, ლეონი, ლილიტი, მელისა, დაური, ალხაზი, დანიელი და ა.შ. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე 2020 წელს დაბადებულ ჩვილებს ევროპული და ქართული სახელები დაარქვეს. მათ შორის არ არის რუსული სახელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები