LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებული პირი გარდაიცვალა

75
8E4CBB1F-42FE-4166-8024-5253488F8FD1-w1023-r1-s

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული პირი გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, პაციენტს გულთან დაკავშირებული თანმხლები დაავადება ჰქონდა. ის ჯერ სოხუმის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადიოდა მკურანლობის კურსს, შემდეგ კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ „კოვიდ-19“-ის 55 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსისგან 37 პაცეინტი განიკურნა, ხოლო გარდაცვლილია ორი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები