LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება

112
93

აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. შესაბამისი დადგენილება დე ფაქტო ეროვნულმა კრებამ – პარლამენტმა მიიღო. ე.წ. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით აირჩევენ.

ე.წ  საპრეზიდენტო არჩევნებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. გაუქმდა თითზე მარკირება, ბიულეტენში კი კანდიდატის სახელი აღარ წაიშლება. შეიცვალა საარჩევნო ფონდების შემოწირულობების ზღვარი, უცხოეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს კი კანდიდატების კამპანიაში მონაწილეობა აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რაულ ხაჯიმბას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის 25 სექტემბრიდან იკავებს, უფლებამოსილება 2019 წლის 25 სექტემბერს ეწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები