LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. პრეზიდენტის – ხაჯიმბას აგარაკზე შეხვედრა მიმდინარეობს – ვინ ესწრება შეხვედრას

139
ხაჯიმბა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ოპოზიციისა და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ხაჯიმბას აგარაკზე უკვე 4 საათია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნიდან მივლენილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეც ესწრება.

შეხვედრის პარალელურად ე.წ უზენაესი სასამართლო ალხას კვიცინიას სარჩელს განიხილავს. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატი ე.წ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

სიტუაცია დაძაბულია ე.წ. პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ აქციის მონაწილეები შენობის დატოვებას არ აპირებენ. 300-მდე ადამიანი როგორც შენობაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შეიარაღებულები არიან.