LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა: ყველანი რუსეთიდან არიან

96
20200227165734

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული 24 საათის განმავლობაში 88 მოქალაქეზე ჩატარდა ტესტირება, რომელთა შორის 4 მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.  ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ყველა დაინფიცირებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. ოთხივე პაციენტი, საკარანტინე სივრციდან, გუდაუთის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 52 კურსანტი, რომელიც სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინე პერიოდს გადიოდნენ, კორონავირუსი ტესტირებით არ დაუდგინდათ, ამიტომ დღეს ყველა მათგანი აღნიშნულ სივრცეს დატოვებს.

რაც შეეხება გუდაუთის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს, განმარტებულია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ოკუპირებული ტერიტორიიდან 188 პირია გადმოყვანილი: ნაწილი მკურნალობს, ნაწილი კი საკარანტინე სივრცეშია” – ქეთევან ციხელაშვილი

 

პოპულალურები