LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი კიდევ 3-ით გაიზარდა

70
WireAP-aa21d0384fb14abda3470d6413d505f1-16x9-992

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კოროანავირუსის დადასტურებული შემთხვევები გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 39 საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გამოიკვლიეს, რომელთა შორის 3 პირს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი განმარტებით, ინფიცირებული პაციენტები გუდაუთის ჰოსპიტალში გააგრძელებენ მკურნალობას. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სამივე პაციენტი რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნებული სტუდენტები არიან. ისინი ე.წ. საზღვრის კვეთის შემდეგ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, მათთან ვირუსის პროგრესირება არ ხდება და არც უარყოფითი დინამიკა შეიმჩნევა. მათივე ინფორმაციით, ყველა პაციენტი ამ დროისათვის თერაპიულ მკურნალობას გადის.

არაღიარებული რესპუბლიკოს ტერიტორიაზე ოფიციალური მონაცემებით, საკარანტინე სივრცეებში 256 ადამიანი იმყოფება. ყველა მათგანი რეგიონში უცხო ქვეყნიდან დაბრუნდა. მათ შორის 216 პირი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები 7-მდე გაიზარდა

 

 

პოპულალურები