ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოკუპირებულ ახალგორში გადაადგილების შეზღუდვის გამო, 21 ბავშვი წეროვანის სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს

ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა, რომ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ზამთრის არდადეგებზე წეროვანის დასახლებაში დარჩნენ და ოკუპირებულ ახალგორში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამასთან, ახალგორში შესვლას ვერ ახერხებს 14 პედაგოგი, რომლებიც ახალგორის ქართულ სკოლებში ასწავლიან. თინიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო დე ფაქტო რეჟიმმა ისინი სამსახურიდან გაათავისუფლოს.

„21 მოსწავლიდან ყველაზე უფროსი მეცხრე კლასელია, ყველაზე პატარა – პირველკლასელი. ძალიან გვაწუხებს ეს ფაქტი, რადგან ირღვევა ამ ბავშვების ფუნდამენტური უფლება – განათლების უფლება და ისინი მძევლები არიან. მინდა, დავამშვიდო ბავშვები და მშობლები, როდესაც გზა გაიხსნება, მასწავლებლები სრულიად უანგაროდ ჩაუტარებენ გაკვეთილებს, რათა ეს განაცდური აღვადგინოთ“, – განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ.

ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად დე ფაქტო რეჟიმი გრიპის ვირუსს ასახელებს.

მსგავსი თემები