LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას არაკანონიერ პრეზიდენტად აცხადებს

94
893aabf3281d5067e0a06e1a0de6d6d0

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პოლიტიკური პარტია „ამცახარა“ რაულ ხაჯიმბას „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით აქტივის საერთო კრების გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

პარტია „ამცახარას“ წევრების სხდომაზე მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარღვეულია მოქალაქეთა საარჩევნო უფლება, არ იყო ჩათვლილი ამომრჩეველთა ყველა ხმა და ხაჯიმბას სასარგებლოდ არჩევანი მხოლოდ ამომრჩეველთა მესამედმა გააკეთა.

„ჩვენ არ ვცნობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აფხაზეთის პრეზიდენტის განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით და მას არაკანონიერად მივიჩნევთ. ჩვენ არ

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში - საქართველო გმობს, მეგობარი ქვეყნები არ აღიარებენ

მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს - დარჩნენ ორნი: მოქმედი და ოპოზიციონერი.

ვცნობთ ხაჯიმბას გამარჯვებას აფხაზეთის რესპუბლიკის არჩევნებში და მას არაკანონიერ პრეზიდენტად მივიჩნევთ“, – აცხადებს ოპოზიციური პარტია.

ე.წ პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს გაიმართა.

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გამარჯვებულად გამოცხადდა, რომელსაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა 47.39%-მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები