LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლენა ზელენსკა შობას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად შეხვდა და მათ წიგნი წაუკითხა

154
ოლენა-ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს კლინიკა „ოხმადიტში“ ესტუმრა. პირველმა ლედიმ პატარებს შობის დღესასწაული მიულოცა და მათ ელეონორ პორტერის ზღაპარი „პოლიანა“ წაუკითხა. ოლენა ზელენსკა იმ ბავშვებთან იმყოფებოდა, ვისაც მალე ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

ამ დღეს უკრაინის პირველი ლედი ყვითელ ნაქსოვ პულოვერში იყო გამოწყობილი. ვიზიტის ამსახველი ფოტოები ზელენსკამ თავად ატვირთა ინსტაგრამზე:

„ეს წიგნი სპეციალურად შევარჩიე. ამ გოგონამ დაკარგა მშობლები, აღმოჩნდა უცხო გარემოში, დაკარგა სიარულის უნარი და მაინც შეხვდა მომავალს დიდ იმედებით, ეს ოპტიმისტი გოგო უკვე წლებია გვიზიარებს გასაოცარ ოპტიმიზმს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა მძიმე სიტუაციაშია“ – დაწერა პირველმა ლედიმ.

ოლენა ზელენსკა: უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება – მზად ვართ გავუძლოთ ამას

ოლენა ზელენსკა: უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები