LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ომი მხოლოდ უნიჭოს სჭირდება, რადგან ნიჭიერს მშვიდობის დროსაც შეუძლია თვითდამკვიდრება” – ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ომზე

18670
FORTUNA.GE

ომი ყოველთვის საშინელებაა, რადგან უდანაშაულო ადამიანების მასიურ ხოცვას გამართლება არასდროს აქვს. ნეგატიურად ეხმაურებოდნენ ომებს სხვადასხვა ეპოქის ცნობილი ადამიანებიც.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ  ცნობილ ფრაზებს ომზე:

ჯარისკაცად არავინ იბადება, ჯარისკაცებად მხოლოდ კვდებიან (ერნესტ ჰემინგუეი).

პრინციპმა „თვალი თვალის წილ“ – მთელი მსოფლიო დააბრმავა (მაჰათმა განდი).

ჰეროიზმი ბრძანებით სამარცხვინოა, ისე, როგორც კოლექტიური პატრიოტიზმია სიბრიყვე (ალბერტ აინშტაინი).

ქვეყნის მმართველებს ყოველთვის აქვთ ფული ომის საწარმოებლად და არასდროს ჰყოფნით ღატაკების დასახმარებლად (ტუპაკ შაკური).

ბრძოლა მშვიდობისთვის – ზუსტად ისეთივე აბსურდია, როგორც სექსი ქალწულობის შესანარჩუნებლად (ჯორჯ კერლინი).

ომს მაშინ იწყებენ, როცა უნდათ, თუმცა ამთავრებენ, როცა შეუძლიათ (ნიკოლო მაკიაველი).

სინამდვილეში, ომი – მხოლოდ მშვიდობიანი ცხოვრების პრობლემებისგან თავის დაღწევის მხდალი მცდელობაა (თომას მანი).

მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს – ან კაცობრიობა დაასრულებს ომს, ან ომი დაუსვამს წერტილს კაცობრიობას (ჯონ კენედი).

ომს გადაურჩე ცოცხალი – მარტივია, რთულია, ომის შემდეგ გინდოდეს ცხოვრება ( ერიჰ მარია რემარკი).

ამბობენ, თითქოს ომი – მკვლელობაა, არადა სინამდვილეში ომი – თვითმკვლელობაა (რამსეი მაკდონალდი).

ყოველთვის ის ყვირის, იტყუება და მოუწოდებს, ყოველთვის ის უწევს ომს პროპაგანდას, ვინც არასდროს ჩაებმება ამ ომში (ჯორჯ ორუელი).

ომი – ღონისძიებაა, როცა რამდენიმე გაიძვერას ინტერესს ათასობით უდანაშაულო ადამიანი ეწირება (უინსტონ ჩერჩილი).

უაზრობაა მკვლელობის ომით გამართლება, რადგან მკვლელობა ნებისმიერ შემთხვევაში მკვლელობაა (ალბერტ აინშტაინი).

არასდროს გავერთიანდები მოძრაობაში ომის წინააღმდეგ, მაშინ დამიძახეთ, როცა მშვიდობისთვის დაიწყებთ მოძრაობას (დედა ტერეზა).

ომი – მდიდრების მეთოდია დაიცვან საკუთარი ინტერესები, თუმცა მათ ინტერესებს ყოველთვის საშუალო და დაბალი კლასის ახალგაზრდები აკვდებიან (ჯორჯ კარლინი).

არ არსებობს ომი დანაკარგის გარეშე. თუმცა, ზოგჯერ გამარჯვებაც იმდენად ზარალიანია, რომ დამარცხებას უფრო ჰგავს (ჟაკ ფრესკო).

ომში დაღვრილი სისხლი ფუჭი რომ არ იყოს, დაპირისპირებულ მხარეებს სულ უფრო მეტი სისხლის დაღვრა უწევთ (უინსტონ ჩერჩილი).

სინამდვილეში ომს არავინ იგებს, რადგან ხან ერთი მხარე აგებს, ხან მეორე და მშვიდობასაც ის ითხოვს, ვინც ბოლო მარცხდება (რეი ბრედბერი).

ომი მხოლოდ უნიჭოს სჭირდება, რადგან ნიჭიერს მშვიდობის დროსაც შეუძლია თვითდამკვიდრება (მაჰათმა განდი).

პოლიტიკა – ომია სისხლისღვრის გარეშე, მაშინ, როცა ომი – სისხლისმღვრელი პოლიტიკაა (მაო ძედუნი).

ყველაზე საწყენი ისაა, რომ საინფორმაციო ომში ყოველთვის ის აგებს, ვინც სიმართლეს ამბობს, რადგან სწორედ ისაა სიმართლით შეზღუდული (რობერტ შეკლი).

ომის მოგება შეიძლება, მაგრამ მშვიდობას ვერასდროს მოიგებ (ალბერტ აინშტაინი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები