LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და ზაფხულში მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან გავთავისუფლდებით: აკაკი ზოიძე

1830
8676

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი დასასრულის დასაწყისია. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

თუმცა, მისი განმარტებით, მანამდე, მომდევნო 2 თვე რთული პერიოდი იქნება და პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, რადგან პიკურ შემთვევაში ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა იქნება მაღალი.

„თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ და ეს 2 თვე კრიტიკული იქნება. დამაიდებელი ის არის, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“, „წითელას“ დონის ინფექციურობა ახასიათებს. 3-დან 5-მდე მერყეობს რეპროდუქციის ინდექსი, ყოველ 3 დღეში შემთხვევები ორმაგდება“, – განაცხადა ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები